თავში

ვირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია

ვირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია
ვირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია

საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული New York Times ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3,579.1-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 95.9 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე შეფარდებით.

მონაცემების მიხედვით, ბოლო 7 დღის დინამიკით საქართველო უსწრებს რეგიონის სამივე ქვეყანას. 

საქართველოს შემდეგ, ბოლო 7 დღის მონაცემებით, ყველაზე უარესი მდგომარეობა ლუქსემბურგშია, მე-3 ადგილზე მონტენეგროა, მე-4-ზე – სერბეთი, შემდეგ კი მოდის ანდორა, სლოვაკეთი, ავსტრია, ხორვატია და სხვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system