თავში

ვირუსის რომელი შტამებია საქართველოში გავრცელებული - იმნაძის განმარტება

ვირუსის რომელი შტამებია საქართველოში გავრცელებული - იმნაძის განმარტება
ვირუსის რომელი შტამებია საქართველოში გავრცელებული - იმნაძის განმარტება

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგიემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარის ცენტრში კვლევები გრძელდება.

"პრაქტიკულად, ბრიტანულ შტამზე ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე ასე ვთქვათ, საწყის პერიოდში, როდესაც იწყება მისი ცირკულაცია. ბრიტანული შტამი ძალიან სწრაფად და უფრო მარტივად გადადის. გადამდებლობა მეტი აქვს. დღესაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა, რომ განსხვავება დაწერილ იქნას. კვლევები მუდმივად გრძელდება, ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system