თავში

ვირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას შესაბამის პირობებში ჩააბარებს

ვირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას შესაბამის პირობებში ჩააბარებს
ვირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას შესაბამის პირობებში ჩააბარებს

"თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში",- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პირი დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. 

"ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. ანუ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები და თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება,"- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი.

გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system