თავში

ვირუსით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არჩევნების შედეგია - მეუფე იაკობი

ვირუსით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არჩევნების შედეგია
ვირუსით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არჩევნების შედეგია - მეუფე იაკობი

კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და შედეგად სიკვდილიანობის ასეთი დიდი მაჩვენებელი მივიღეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფის თქმით, არჩევნების ჩატარების მიუხედავად შედეგი მაინც არ არის და ხელისუფება და ოპოზიცია უაზრო ბრძოლას კვლავ განაგრძობს.

"ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესასზღუდი დადიოდნენ აგიტაციებზე ყველა პარტია, არავინ არ აკლებდა, ვისაც დიდი ფული ჰქონდა ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი გადი- გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები. 2 მილიონი კაცი მივედით და კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა...როდესაც მე გავაფრთხილე ხელისუფლება, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულთა რიცხვი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთ დიდი სიკვდილიანობა. რა ხდება მერე? ნაწილი ამბობს, რომ შედის, ნაწილი ამბობს რომ არ შედის. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შედის და ვინ არა - მე მაინტერესებს ერთი რაღაცა - რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ ეგ ბრძოლა უაზროდ?... მართლაც რომ გადადებულიყო რა იქნებოდა ხო? რომ ჩავატარეთ რა მივიღეთ? მოდით მარტივად შევხედოთ, შევიდა 90 კაცი პარლამენტში და სხვა არავინ, რა პარლამენტი იქნება და გინდა აირჩიონ მინისტრები, ხომ იცით რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ? ამხელა ბერკეტები, რომ გაქვს და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებ, ეს ჩემთვის ბევრის მანიშნებელია და თვითონაც ხვდებიან ამას" - განაცხადა მეუფ იაკობმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system