თავში

ვის არ ეხება ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა - ჩიქოვანის განმარტება

ვის არ ეხება ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა - ჩიქოვანის განმარტება
ვის არ ეხება ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა - ჩიქოვანის განმარტება

მთავრობის პრეესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის არ ეხება ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა.

„აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ ეხება სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოს განმახორციელებელ თანამშრომლებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და მათი გადაადგილება აუცილებელია, რათა მთავარი ფუნქციები ქვეყანაში იყოს შესრულებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მან მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ანიშნულ საკითხს.

„რაც უფრო ზუსტად და ზედმიწევით აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული. აღნიშნული აკრძალვა 27 აპრილამდე გახარნგრძლივდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system