თავში

ვის ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება

ვის ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება
ვის ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ადამიანთა ის კატეგორია დაასახელა, ვისაც სავალდებულო „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდება. 

"ახალი ბრძანების თანახმად, სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები, ასევე მათი მომვლელები, პირები რომლებიც კარანტინში იმყოფებიან და უნდა დატოვონ საკარანტინო სივრცე, ასევე ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, ექვემდებარებიან უკვე სავალდებულო ტესტირებას „პისიარ“ მეთოდით. ეს მეთოდი აქამდეც სავალდებულო იყო ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელიც ჰოსპიტალურ ქსელში ხვდება, ასევე პნევმონიით დაავადებული პაციენტებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია აცხადებს, რომ სავალდებულო „პისიარ“ ტესტირებისთვის ნუსხა იძლევა იმის საშუალებას სტაბილურად ჩატარდეს ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში.

„სადმე ოდნავ მაინც თუ არის ინფექციის გავრცელების რისკი ან ინფიცირებული ადამიანი, მისი გამოვლენა მოხდება ძალიან დროულად და მოხდება მისი იზოლირება სხვა პირებისგან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ეფექტური და უსაფრთხო აღდგენისთვის, ზოგადად ბიზნეს საქმიანობის ასე ვთქვათ, სოციალური აქტივობის. ამდენად, ტესტირების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი მზაობა და მე ვფიქრობ, ის რაოდენობა, რასაც დღეს ჩვენ ვატარებთ, კიდევ უფრო გაიზრდება და შედეგიც გვექნება შესაფერისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system