თავში

ვის და რა შემთხვევაში უმკურნალებენ, კლინიკის ნაცვლად, კარანტინში

ვის და რა შემთხვევაში უმკურნალებენ, კლინიკის ნაცვლად, კარანტინში
ვის და რა შემთხვევაში უმკურნალებენ, კლინიკის ნაცვლად, კარანტინში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკის ნაცვლად საკარანტინო სივრცეში მხოლოდ 18-დან 65 წლამდე უსმპტომო ინფიცირებულს უმკურნალებენ. 

ამასთან, მინისტრის განმარტებით, პაციენტს ვირსუთან ერთად არ უნდა ჰქონდეს ქრონიკული თანმხლები დაავადება.

„არასრულწლოვანებს, ასევე 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში. 18-დან 65 წლამდე ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ ინფექცია და არ ექნებათ თანმხლები დაავადება, ამასთან თუ იქნებიან უსიმპტომოები, შეეძლებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ანამნეზში არ უნდა აღენიშნებოდეს რომელიმე თანამხლები ქრონიკული დაავადება. პირველ ეტაპზე ამისთვის გამოყოფილია სამი სასტუმრო, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს პირობებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უსიმპტომო პაციენტებს საავადმყოფოების ნაცვლად თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სასტუმროებში უმკურნალებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system