თავში

ვის მიანიჭებენ პრიორიტეტს ვაქცინაციისას - ტიკარაძის განმარტება

ვის მიანიჭებენ პრიორიტეტს ვაქცინაციისას - ტიკარაძის განმარტება
ვის მიანიჭებენ პრიორიტეტს ვაქცინაციისას - ტიკარაძის განმარტება

ვაქცინაციის პრიორიტეტში მედიკოსები არიან, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, მედიკოსების შემდეგ, ვაქცინაცია ისეთ მოწყვლად ჯგუფებს ჩაუტარდებათ, როგორებიც არიან, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და პენსიონერები. 

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ. პრიორიტეტში, ყველა ვარიანტში, მედიკოსები არიან. მედიკოსების ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით", - განაცხადა ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system