თავში

ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი, აგერ არის, მე არ ვურჩევდი დალოდებას - იმნაძე

ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი, აგერ არის, მე არ ვურჩევდი დალოდებას - იმნაძე
ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი, აგერ არის, მე არ ვურჩევდი დალოდებას - იმნაძე

რატომ ელოდებიან „ფაიზერს“ მიკვირს, თუ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე ფიქრობთ, გეტყვით - ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.

„გასაგებია, რომ ბევრს აინტერესებს რამდენად აღიარებულია სხვადასხვა ვაქცინა კოვიდ პასპორტთან მიმართებაში. შეიძლება, ზოგი ბრენდის სახელის გამო ელოდება, მაგრამ თუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ და იმაზე, რომ ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული, ყველა ეს ვაქცინა ერთნაირად მუშაობს.

მე არ ვურჩევდი დალოდებას, მე ვურჩევდი დღეს დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახები, ახლობლები და ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი, აგერ არის „ასტრაზენეკა“. „ფაიზერი“ შემოვა, ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი, სამწუხაროდ. ეს დამოკიდებულია „ფაიზერის“ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ ზაფხულის პერიოდში აუცილებლად იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system