თავში

"ვისაც ეს გენი აქვს კორონავირუსს ვერ ებრძვის" - რას ამბობს ვირუსოლოგი

"ვისაც ეს გენი აქვს კორონავირუსს ვერ ებრძვის" - რას ამბობს ვირუსოლოგი
ვისაც ეს გენი აქვს კორონავირუსს ვერ ებრძვის - რას ამბობს ვირუსოლოგი

ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარი ტატა ქებაძე ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ აღმოჩენილი ახალი გენის შესახებ საუბრობს. ვირუსოლოგის განმარტებით, აღმოჩენილი გენი ეთნიკურად აფრიკელ და აზიელ ხალხს აქვს. 

მისივე ინფორმაციით, ამ გენის მქონე ადამიანებში კორონავირუსი ძალიან რთულად მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება.

"ოქსფორდის ინსტიტუტმა აღმოაჩინა ახალი გენი, რომელიც ადრე არ იყო შესწავლილი. როდესაც ადამიანი ინფიცირდება, მისი უჯრედები ვერ ებრძვის ამ ვირუსს და, შესაბამისად, დაავადება ასეთ ადამიანებში ფატალურად მთავრდება. 

ეს გენი ამ დრომდე ასე მკაფიოდ არ იყო შესწავლილი. საინტერესოა, რომ ამ გენის მქონეთა შორის მხოლოდ 15% არის ევროპელი ხალხი, დანარჩენი - აფრიკელი და აზიელი. ასეთ ადამიანებში ძალიან რთულად მიმდინარეობს კორონავირუსი. ეს გენი აქვთ ეთნიკურ ჯგუფებს, მეტად ხშირია აზიური და აფრიკული წარმოშობის ადამიანებში. მათთან ძალიან ცუდად მიმდინარეობს, ფატალურად მთავრდება. ეს ერთგვარად სიახლეა. 

ადრე ფიქრობდნენ, რომ ასეთ პოპულაციაში დაავადების დამძიმების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ამ ეთნიკური ჯგუფების სოციალური მდგომარეობა, თუმცა ახლა გაირკვა, რომ თავად ეს გენი იწვევს ასეთ გართულებას. ამ გენის ადამიანების უჯრედები ვერ ებრძვის ვირუსს. მათ ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით შედის ვირუსი და აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ აქვს ორგანიზმსა და მის უჯრედებს, ვერ უწევს წინააღმდეგობას დაავადებას და შესაბამისად, ფატალურად მთავრდება," - განაცხადა ტატა ქებაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ნახეთ, რამდენი ადამიანია ვაქცინირებული საქართველოში.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ნახეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system