თავში

"ვისაც ეწყინა, რომ ჩვეულებრივია, ასე დავარქმევ - ჩვეულებრივია ჩემი ერთი შვილი, მეორე - არა"

"ვისაც ეწყინა, რომ ჩვეულებრივია, ასე დავარქმევ - ჩვეულებრივია ჩემი ერთი შვილი, მეორე - არა"
ვისაც ეწყინა, რომ ჩვეულებრივია, ასე დავარქმევ - ჩვეულებრივია ჩემი ერთი შვილი, მეორე - არა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სატელევიზიო ჩართვისას რიგითი მოქალაქეებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის სავარაუდო დრო დაასახელა. 

ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის იქნება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი, იმნაძემ ასე უპასუხა:

“რეალისტები თუ ვიქნებით, ვაქცინაცია, იქნება ალბათ, ზაფხულში-შემოდგომის დასაწყისში – ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც COVID-19 არ წარმოადგენს სასიცოხლო რისკის დაავადებას“, –განაცხადა პაატა იმნაძემ ტვ “პირველის” ეთერში.

მოგვიანებით, მან თავისი სიტყვები სხვა ტელეკომპანიის ეთერში განმარტა.

“დღეს რომ ვთქვი ეს [ჩვეულებრივი ადამიანები] ერთი ამბავი ატყდა, ახლა ასე დავარქმევ, ვისაც ეწყინა რომ ჩვეულებრივია, არ არისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინა სადღაც შემოდგომაზე იქნება…

ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე. ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ… ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება.” – თქვა პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system