თავში

"ვისაც გაქვთ ამ კაცის საკონტაქტო, გთხოვთ, გამიზიარეთ" - ხათუნა სამნიძე

"ვისაც გაქვთ ამ კაცის საკონტაქტო, გთხოვთ, გამიზიარეთ" - ხათუნა სამნიძე
ვისაც გაქვთ ამ კაცის საკონტაქტო, გთხოვთ, გამიზიარეთ - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალური ქსელში წერს, რომ ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან დაკავშირებას ცდილობს. 

პოლიტიკოსი გამგებლის საკონტაქტო ინფორმაციას ეძებს.

"დავით კვინიკაძე არის ვაკის გამგებელი. ვაკეს ეკუთვნის ქუჩა, სადაც ვცხოვრობ და რომელიც გადათხარეს, დააგდეს და ყოველ დღე ვიღაც ლოკალურად კეტავს წყალს, ამ გაუგებარი სამუშაოების გამოო! თვეებია გადათხრილია!

ვისაც გაქვთ ამ კაცის საკონტაქტო, გთხოვთ, გამიზიარეთ, გავესაუბრო მინდა. როგორ უკავშირდებიან მოქალაქეები, ვერ დავადგინე. 

სურათი ვიპოვე, კი, დაბადების თარიღიც გავიგე", - წერს ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system