თავში

,,ვისაც ჰქონდა საშუალება ორი პური ეყიდა, დღეს ერთ ნაჭერს ვერ ყიდულობს"- თამუნა მუსერიძე

,,ვისაც ჰქონდა საშუალება ორი პური ეყიდა, დღეს ერთ ნაჭერს ვერ ყიდულობს"- თამუნა მუსერიძე
,,ვისაც ჰქონდა საშუალება ორი პური ეყიდა, დღეს ერთ ნაჭერს ვერ ყიდულობს-  თამუნა მუსერიძე

,,ღარიბი ადამიანები უფრო გაღარიბდნენ, მდიდრები უფრო გამდიდრდნენ", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა  და ივენთმენეჯერმა თამუნა მუსერიძემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ადამიანებს დღეს უკიდურესად უჭირთ.

,,ადამიანს, რომელსაც ჰქონდა საშუალება რომ ორი პური ეყიდა, დღეს იმის საშუალებაც არ აქვს რომ ერთი ნაჭერი პური იყიდოს. იმდენად მძიმე მდგომარეობაა.

სიმართლე გითხრათ, აქამდეც ველოდებოდი სოციალურ აფეთქებას და მეგონა, რომ ეს ხალხი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა. ყოველთვის მაქვს კითხვა, რას ჭამს ეს ხალხი, როგორ ახერხებს ოჯახი არჩინოს, გადასახადებს რით იხდის. 

ვერ ვხვდები ეს ხალხი რას უყურებს, როგორ არ მოხდა, რომ ამ ხალხს ეს დაგროვილი აგრესია აქამდე არ მოაწვა და არ აფეთქდა, არ ვიცი. ალბათ მშიერი ადამიანის მართვა ბევრად უფრო მარტივია. როდემდე გავძლებთ ასე და როდის ავფეთქდებით არ ვიცი", - განაცხადა თამუნა მუსერიძემ TV პირველის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system