თავში

ვინ არიან გორში ავარიის შედეგად დაღუპულები

ვინ არიან გორში ავარიის შედეგად დაღუპულები
ვინ არიან გორში ავარიის შედეგად დაღუპულები

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის სუს-ის რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი ილია გაწერელია. დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია, ასევე, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთარ ჯიქია. 

საზარელი ავარიის დროს გარდაიცვალა ბაჩანა როგავა, ბაჩუკი შენგელია, გოგა ჯალაღონია.

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. 

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system