თავში

ვისი კლასტერიდან არიან ახალი ინფიცირებულები - VIDEO

ვისი კლასტერიდან არიან ახალი ინფიცირებულები - VIDEO
ვისი კლასტერიდან არიან ახალი ინფიცირებულები - VIDEO

დღეს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო უცნობია. განცხადება ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. 

მისი ინფორმაციით ყველა დანარჩენ შემთხვევაში კლასტერები ცნობილია. ინფიცირებულებიდან სამი სამედიცინო პერსონალიდან არის, სამი კარანტინის სივრციდანაა და მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ორი პაცინეტი კი დაავადებული პირის კონტაქტია. 

"ბოლო 24 საათში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო ზონიდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, 1-ის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები - ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system