თავში

ვისთან კონტაქტის გამო გადავიდა თვითიზოლაციაში ამირან გამყრელიძე

ვისთან კონტაქტის გამო გადავიდა თვითიზოლაციაში ამირან გამყრელიძე
ვისთან კონტაქტის გამო გადავიდა თვითიზოლაციაში ამირან გამყრელიძე

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან, თენგიზ ცერცვაძესთან კონტაქტი არ არის. 

მისი თქმით, უკანასკნელ დღეებში რამდენიმე ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის შვილიშვილთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"ჩემ შვილიშვილს დაუდასტურდა ორშაბათს, რომელთანაც მე კვირას მქონდა კონტაქტი, ამიტომაც გადავედი იზოლაციაში. გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო" - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა.  

ვირუსი დაუდასტურდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს.

კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს, ექიმ თინა თოფურიასაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system