თავში

"ვისუნთქებ" - ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის - VIDEO

"ვისუნთქებ" - ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის - VIDEO
ვისუნთქებ - ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის - VIDEO

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან, ადამიანების ხმა ისმის, რომლებიც შველას ითხოვენ. 

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები და მოქალაქეები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს. ერთი მათგანი ახალშობილია, ერთი კი წლის და სამი თვისაა. ორივე ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში, მოქალაქეები არიან მოყოლილნი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system