თავში

ვისურვებდი, მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

ვისურვებდი, მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი
ვისურვებდი, მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და მასზე მწვანე პასპორტის გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პასპორტის არქონამ დისკომფორტი შეუქმნას აუცრელ პირებს. 

ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ სასურველია მწვანე პასპორტის მოქმედების არეალი გაფართოვდეს და ის აუცილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის და მაღაზიებისთვისაც გახდეს. 

"ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია. ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს და გენერირდება, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს. ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს. მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system