თავში

ვითარება რთულდება, ხვალ ვიმსჯელებთ ახალი რეგულაციების დაწესებაზე - ტიკარაძე - VIDEO

ვითარება რთულდება, ხვალ ვიმსჯელებთ ახალი რეგულაციების დაწესებაზე - ტიკარაძე - VIDEO
ვითარება რთულდება, ხვალ ვიმსჯელებთ ახალი რეგულაციების დაწესებაზე - ტიკარაძე - VIDEO

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ეპიდვითარება რთულდება და გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ საკოორდინაციო საბჭოიმსჯელებს კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებაზე. 

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იქნას მსგავსი მიდგომა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება. საბჭოზე განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს. ასევე, საბჭო უქმე დღეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system