თავში

ვითარება "რუსთავი 2-ში" - ტელეკომპანიის 300-მდე თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

ვითარება "რუსთავი 2-ში" - ტელეკომპანიის 300-მდე თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა
ვითარება რუსთავი 2-ში - ტელეკომპანიის 300-მდე თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, PCR ტესტი უკვე 300-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. 

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა საჭირო ღონისძიება დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით ტარდება, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი. 

მათივე ცნობით, ჟურნალისტის ახალო კონტაქტების ოჯახის წევრებიც კი, თვითიზოლაციაში არიან გადასული. მიმდინარეობს თეონა ცხომელიძის კონტაქტების დადგენა.

კორონავირუსის დაფიქსირების გამო,"რუსთავი 2-ის" ეთერში კორექტირებაც შევიდა. შექმნილი ვითარების გამო, დღეს გამონაკლისის სახით, ეთერში არ გავიდა "ღამის კურიერი". რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურს, ის ჩვეულ რეჟმში მუშაობს.

თავად ინფიცირებული ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას აქვს ტემპერატურა და სახსრების უცნაურ ტკივილს გრძნობს. თეონა ცხომელიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system