თავში

ვითარება საგანგაშოა, ზამთრის მძიმე დასაწყისი გველის - პაატა იმნაძე

ვითარება საგანგაშოა, ზამთრის მძიმე დასაწყისი გველის - პაატა იმნაძე
ვითარება საგანგაშოა, ზამთრის მძიმე დასაწყისი გველის - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვყანაში ეპიდვითარება უარესდება. 

როგორც იმნაძე განმარტავს, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანას მძიმე ზამთრის დასაწყისი ელოდება. მისი თქმით, აუცრელ პოპულაციაში ავადობა მაღალი და სიკვდილიანობა მაღალი იქნება.

"ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა. ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად, იმიტომ, რომ მესამედია დაახლოებით აცრილი. შესაბამისად, არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი და სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ისეთივე როგორც ჩვეულებრივ," - განაცხადა პაატა იმნაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system