თავში

"ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი!" - საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

"ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი!" - საქართველოს საელჩოს გაფრთხილება
ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი! - საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები!,  - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. 

საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს ცხელი ხაზის ნომრებსაც, რომელზე დაკავშირებასაც ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ.

"განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. 

არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼️

ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼️ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:

0526919092 - დავით ჩაჩავა
0528888513  -მიხეილ ბაბლუანი
0548620270 - ნინო ჩანტლაძე

ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.

შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system