თავში

ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების გათავისუფლებას - ზაზა სარალიძე

ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების გათავისუფლებას - ზაზა სარალიძე
ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების გათავისუფლებას - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მისი შვილის, დათუნა სარალიძის მკვლელების შეწყალებას სთხოვს. 

"ჩემი მთავარი სათქმელი არის, რომ ჩემი ოჯახი გავათავისუფლო და პირდაპირ მინდა მივმართო ქვეყნის პრეზიდენტს, რომ ყველა, ვინც ჩემი შვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს გამოუშვან. ამისთვის გამოიყენონ ყველა ბერკეტი. არ აქვს ჩემთვის ამას მნიშვნელობა რამდენი წელი ისხდებიან. მისცენ მათ საშუალება გამოვიდნენ, იარონ ქვეყანაზე, ისაუბრონ სიმართლე. იმათ ისიც ეყოფათ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც დააშავეს. ვითხოვ მათ გათავისუფლებას, რადგან ზაზა სარალიძე დადის ქვეყნად მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს მოუწოდოს სიკეთისკენ. მე არ მაქვს უფლება, სიკეთისკენ მოვუწოდებდე ადამიანებს და ჩემი შვილის მკვლელებს, მკვლელებს ვეძახდე. გამოუშვან ეს ბიჭიც, არ მიუსაჯონ. აღარ არის ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი. სიმართლე ითქვა. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე," - განაცხადა ზაზა სარალიძემ "რეაქციაში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system