თავში

ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი, მაგრამ ვეღარ - ხათუნა ჟორდანია

ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი, მაგრამ ვეღარ - ხათუნა ჟორდანია
ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი, მაგრამ ვეღარ - ხათუნა ჟორდანია

მომღერალი ხათუნა ჟორდანია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ ქვეყანაში მოჭარბებული სიძულვილის გრძნობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას Facebook პოსტით ეხმაურება.

"ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი (თან ვითვალისწონებ ჩემს გურულ სიფიცხეს, ჩემს ავად ყოფნას), მაგრამ ვეღარ… ქ-ნო ხატია დეკანოიძე, თუ დეკანოსიძე!!! რაღაც სიძულვილზე, ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით, ყური მოვკარი. ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით საერთოდ, მანამ, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!!! საქართველოში, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და გვედარდებოდა სხვისი გაჭირვება. ბევრს არ გავაგრძელებ და სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს ბრტყელ-ბრტყელი წინადადებების სროლით, ვერ ხართ კარგი მსახიობი და დიდი ხანია თქვენი არ სჯერა არავის…P.S. ერთი კენგურუ გამიკეთე, ხტუნაობა კი გეხერხებათ, ჩაისვი თინა და მისთანები და სკუპ-სკუპით გ@@@@@@ით ჩვენი ცხოვრებიდან," - წერს ხათუნა ჟორდანია.

ცნობისთვის, დეპუტატი ხატია დეკანოიძე საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სიძულვილი უნდა დასრულდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system