თავში

,,ვითომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში" - ვაშაძეს პრემიერის ინფიცირების არ სჯერა

,,ვითომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში" - ვაშაძეს პრემიერის ინფიცირების არ სჯერა
,,ვითომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში - ვაშაძეს პრემიერის ინფიცირების არ სჯერა

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს არ სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც ვაშაძე აცხადებს, ეს პოლიტიკური თამაშია, რომელიც მმართველმა გუნდმა წამოიწყო.

,,გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა, რომ მას კორონავირუსი აქვს. პოლიტიკური თამაშისთვის ახლა გინდა კორონავირუსს დაიმართებენ, გინდა იმას. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორონავირუსი დღეს საქართველოში პრობლემა არ იქნებოდა, ჩემ მიერ აპრილში გამოქვეყნებული გეგმა ამ უტვინოებს და ფულის მკეთებლებს რომ გაეზიარებინათ. დღეს რომ რიგი დგას ცხელების ცენტრში, ეს არის "ქართული ოცნების", ფულის მკეთებელთა გუნდის დანაშაული და ეს რომ არ მოხდეს და ხალხი არ იღუპებოდეს, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ,,ღამის კურიერში". 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system