თავში

ვიცე-მერი: ტაქსების რეფორმა 1 ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც

ვიცე-მერი: ტაქსების რეფორმა 1 ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც
ვიცე-მერი: ტაქსების რეფორმა 1 ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც

„ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა“, - ამის შესახებ განცხადება თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. შესაბამისად, მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს, რაც მნიშვნელოვანი ციფრია.

„აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა - მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ხმალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system