თავში

"ვიცი გაგიხარდებათ, 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს" - თინა ხიდაშელი

"ვიცი გაგიხარდებათ, 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს" - თინა ხიდაშელი
ვიცი გაგიხარდებათ, 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ბოლო თვეებია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ჩემი კოვიდ ისტორიები!

- ვიცი გაგიხარდებათ და მგონი უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი. 

- თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია აღარ გართულდება ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!

- ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!!

- ამასობაში ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა ავერსში, რაც ბუნებრივია მახარებს, მაგრამ მგონი ახალი სინდრომი გამიჩნდა არც ერთი ადამიანი არ მახსოვს ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ? ", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system