თავში

ვიცი, ამას მედიაში კრიტიკა მოჰყვება - გამყრელიძე

ვიცი, ამას მედიაში კრიტიკა მოჰყვება - გამყრელიძე
ვიცი, ამას მედიაში კრიტიკა მოჰყვება - გამყრელიძე

ტრანსპორტის შეჩერება რომ ორი კვირით გახანგრძლივდა, ამას მედიაში კრიტიკა მოჰყვება, თუმცა ის, რომ ეპიდემიური ვითარება მცირედით გაუმჯობესდა, ამაში ლომის წილი აქვს მობილობის დაცემას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესება დაფიქსირდა დიდ ქალაქებში მობილობის დაცემის ხარჯზე. 

„ამასთან, უფრო სერიოზულად მიმდინარეობს აღსრულების მონიტორინგი. ილუქება დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. უმორჩილესად გთხოვთ, რომ დავიცვათ წესები ორი კვირის განმავლობაში, რათა ეპიდვითარება გაუმჯობესდეს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს, ვატაროთ აქტიურად პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრებიცს ტემპი. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისია. სექტემბერს ვხვდებით მილიონი დოზა „ფაიზერით“, აქედან 250 000 დოზა უკვე დაჯავშნილია. 750 000 დოზა თავისუფალია, რომელიც შეგიძლიათ პირველ და მეორე აცრებზე გამოიყენოთ. კიდევ შემოვა ვაქცინები და შემოდგომაზე დეფიციტი არ გვექნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system