თავში

"ვიცი, ამაზე ბევრი ფიქრობს" - რას წერს გოგა ჩანადირი

"ვიცი, ამაზე ბევრი ფიქრობს" - რას წერს გოგა ჩანადირი
ვიცი, ამაზე ბევრი ფიქრობს - რას წერს გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ფოტოხელოვანი ინიციატივით გამოდის:

"შობა-ახალი წელი მოდის.

ეს საჩუქრების დროც არის და ვიცი, ამაზე ბევრი ფიქრობს.

გავკადნიერდები და მოგმართავთ, განსაკუთრებით კი დაწესებულებებს, რომ ქართული საჩუქრებით მიულოცეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს შობა-ახალი წელი.

ვერ წარმოიდგენთ, რა უზარმაზარ წვლილს შეიტანათ თანამემამულეებისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

თქვენი დამსახურებით არაერთი ოჯახი გაბედნიერდება, რადგან რაღაც შემოსავალი გაუჩნდებათ, მით უფრო, ამ რთულ დროს.

მოდით, ერთმანეთს ვაჩუქოთ ქართული.

წარმოუდგენლად ბევრი კარგი გვაქვს. არ გვეუხერხულოს, არ გვეხამუშოს.

დიდი მადლობა!

#ვაჩუქოთქართული", - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system