თავში

ვითვალისწინებთ, რომ მოქალაქეებს ზაფხულში სჭირდებათ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა - ტიკარაძე

ვითვალისწინებთ, რომ მოქალაქეებს ზაფხულში სჭირდებათ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა - ტიკარაძე
ვითვალისწინებთ, რომ მოქალაქეებს ზაფხულში სჭირდებათ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა - ტიკარაძე

ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მოქალაქეებისთვის საჭიროებას წარმოადგენს გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.

ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჭიროა სოციალური დისტანცია, პირბადე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system