თავში

"ვივამედიში" დაჭრილი 24 წლის ბიჭის ოპერაცია დასრულდა

"ვივამედიში" დაჭრილი 24 წლის ბიჭის ოპერაცია დასრულდა
ვივამედიში დაჭრილი 24 წლის ბიჭის ოპერაცია დასრულდა

„ვივამედიში“ დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ექიმის ინფორმაციით, პაციენტმა რთული ოპერაცია გადაიტანა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. 

„პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაზიანებული დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულდა. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“,-განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, რადგან საკანში ლითონის საგნებს ყლაპავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system