თავში

ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას - "აჭარა ჯგუფის" განცხადება

ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას - "აჭარა ჯგუფის" განცხადება
ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას - აჭარა ჯგუფის განცხადება

სასტუმრო "რუმს ჰოტელის" მფლობელი კომპანია "აჭარა ჯგუფი", პოზნერის ვიზიტის გამო, საზოგადოების მწვავე პროტესტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

,,ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.

ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. 

სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system