თავში

"ვხედავ, როგორ უჭირს ჩემს შვილს და ვერ ვშველი"- მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

"ვხედავ, როგორ უჭირს ჩემს შვილს და ვერ ვშველი"- მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
ვხედავ, როგორ უჭირს ჩემს შვილს და ვერ ვშველი- მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

მარტოხელა დედა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს. ქრისტინე გაბუნიას თქმით, უკვე ათი წელია, ბავშვი ცერებრალური დამბლით იტანჯება. გარდა ამისა, 10 წლის თამუნას აქვს ეპილეფსია და თავში კისტა. დედის თქმით, გოგონა ვერ დადის, არ შეუძლია მეტყველება. ქრისტინე გაბუნიამ, ინფორმაციის გავრცელების თხოვნით, report.ge-ს მიმართა. 

"მოგმართავთ თხოვნით დედა, რომელიც ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალია, ჩემი პატარა თამუნა ცუდადაა, მისი დიაგნოზია ცერებლარული დამბლა. ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა.  უკვე 10 წელია, რაც იტანჯება. 

ვხედავ, როგორ უჭირს ჩემს შვილს და ვერ ვშველი, ლამაზი თვალებით მთხოვს შველას და მე კი უძლური ვარ. ვაი, დედა, მიშველე, - ამის თქმაც არ შეუძლია.

 ვარ მარტოხელა დედა და უკვე წლებია, ორ შვილთან ერთად, ქირით ვცხოვრობ. ბავშვები მამამ მიატოვა,  ჩემი თამუნას მკურნალობა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ მაქვს. მოგმართავთ ყველას - ჩემო ქართველებო, დედებო, მამებო, დამეხმარეთ დედას, რომელსაც უნდა შვილის გადარჩენა," - გვწერს report.ge-ს 10 წლის თამუნას დედა.

ქრისტინე გაბუნია 10 წლის თამუნას დახმარებისთვის გახსნილ საბანკო ანგარიშის ნომერს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system