თავში

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსზე აიცრა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსზე აიცრა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსზე აიცრა

ოლიმპიური ჩემპიონი და გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვაქცინის პირველი დოზა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიკეთა. მასთან ერთად ვაქცინა გაიკეთეს პედაგოგებმა. 

რამდენიმე თვის წინ ხინჩეგაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა და სწორედ ამიტომ ვერ მიიღო ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობას. მისი თქმით, ვირუსი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. 

„ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, რათა დავუბრუნდეთ სრულყოფილ ცხოვრებას. დღეს აქ სიმბოლურად პედაგოგებთან ერთად მოვედი. მალე სასწავლო პროცესი გვეწყება და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ვაქცინირებულები იყვნენ. მე პირადად ძალიან მძიმედ გადავიტანე კორონავირუსი და როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე გადავწყვიტე ვაქცინაცია“, - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system