თავში

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მეცხრე კლასელსა და მერვე კლასელს შორის დაპირისპირება მოხდა. მოსწავლეებმა შესვენებაზე იჩხუბეს, რა დროსაც ერთმა მეორეს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. 

მომხდარის გამო სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. ფაქტი გუშინ, გაკვეთილებს შორის, შესვენებაზე მოხდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system