თავში

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-40-ე პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის კანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

მათივე ინფორმაციით, პაციენტი COVID -19-ის დიაგნოზით, 28 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.

,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 40 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system