თავში

ქართველი სტუდენტი, რომელიც საბერძნეთში სწავლობს, მიმართვას ავრცელებს

ქართველი სტუდენტი, რომელიც საბერძნეთში სწავლობს, მიმართვას ავრცელებს
ქართველი სტუდენტი, რომელიც საბერძნეთში სწავლობს, მიმართვას ავრცელებს

ქართველი სტუდენტი გიორგი გეგუჩაძე, რომელიც საბერძნეთში სწავლობს, მიმართვას ავრცელებს და ათენში საქართველოს საელჩოს მადლობას უხდის.

როგორც სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს, საელჩოს 22 მარტს მიმართა და სთხოვა, დახმარებოდნენ საქართველოში დაბრუნებაში.

"ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ვერ გამოხატავს სათქმელს.

ყველას მოგეხსენებათ კორონავირუსთან დაკავშირებით, თუ რა კრიზისული სიტუაცია შეიქმნა მსოფლიოში.

თავს უფლებას ვერ მივცემ, არ ვთქვა ის, რაც პირადად მე შემექმნა.
იცით, ვსწავლობ ათენის უნივერსიტეტში. შექმნილი მდგომარეობის გამო კვირას,22 მარტს შევეხმიანე საქართველოს საელჩოს ათენში და ვთხოვე,რომ დამხმარებოდნენ საქართველოში დაბრუნებაში.

ცხადია, მითხრეს, რომ აუცილებლად გამითვალისწინებდნენ და ყველანაერად შეეცდებოდნენ ჩემს დახმარებას, მანამ კი, ვიდრე ათენში ვიქნებოდი, საელჩო მოგვაქცევდა ყურადღებას.
ნამდვილად რომ მოლოდინი არ მქონდა, გუშინ დილაუთენია მირეკავს ქალბატონი კონსტანტინა დოლიძე და გუშინვე დანიშნული სპეც-რეისით ათენი-თბილისი-ათენი მე და ჩემთან ერთად რამდენიმე სტუდენტს მოგვეცა საშუალება საქართველოში დაბრუნების.
თავისთავად ცხადია, მოგეხსენებათ რა სტუდენტის ეკონომიკური მდგომარეობა, მითუმეტეს საზღვარგარეთ, პრობლემა მქონდა სამგზავრო თანხასთანაც დაკავშირებით, მაგრამ საელჩომ ეს პრობლემაც მოაგვარა.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ათენში , ქალბატონ კონსტანტინასა და ვიცე-კონსულს, ბატონ კარლოს. მათი ხელშეწყობით ჩვენ დღეს საქართველოში ვართ და კაჭრეთის ამბასადორში გავივლით 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს, თუ რა პირობებია აქ, მგონი სიტყვები ზედმეტია. ბრწყინვალე და იდეალური გარემო.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. როდესაც ჩაივლის კორონა, ჩაწყნარდება და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება სამყარო, ჩვენ შევხვდებით ათენში და უკვე ახლოდან შემეძლება, რომ პირადად გითხრათ, რომ თქვენ ყველაზე მაგარი ადამიანები ხართ", - წერს გიორგი გეგუჩაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system