თავში

ვმუშაობთ საპატრიარქოსთან, შევხვდით მეუფე დიმიტრის - გამყრელიძე

ვმუშაობთ საპატრიარქოსთან, შევხვდით მეუფე დიმიტრის - გამყრელიძე
ვმუშაობთ საპატრიარქოსთან, შევხვდით მეუფე დიმიტრის - გამყრელიძე

რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი ყველას მიერ პატივცემული პირველი ინსტიტუცია საქართველოში. გუშინ, ჩვენს გუნდს შეხვედრა გვქონდა მეუფე დიმიტრისთან, აჭარის ეპარქიის მეუფესთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მეუფე დიმიტრი აიცრა საჯაროდ და რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ საპატრიარქოსთან და ჩვენს ეკლესიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. იმას, რომ ვიღაც ერთეულმა რაღაც თქვა, ვერ გავუკეთებთ ექსტრაპოლირებას ყველაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system