თავში

,,ვნანობ, უფრო დიდხანს რომ არ გავჩერდი..." - ემოციური პოსტი

,,ვნანობ, უფრო დიდხანს რომ არ გავჩერდი..." - ემოციური პოსტი
,,ვნანობ, უფრო დიდხანს რომ არ გავჩერდი... - ემოციური პოსტი

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,გიო... ბოლოს მგონი 14 ივნისს ვნახე, საღამოს... გიოსთან ვიყავი. სტუმართმოყვარე ოჯახი აქვს მამიდაჩემს და თითქმის ყოველ საღამოს შეკრება გვაქვს, ყველას უყვარს მათთან მისვლა. როგორც ყოველთვის ვხუმრობდით და ვსაუბრობდით... უკვე საკმაოდ გვიანი იყო, წამოსვლა რომ დავაპირე, ანიმ დარჩიო, მერე გიომაც, "მიდი გასასვლელი ვარ, მალე მოვალ და იყავიო". არა, დილით საქმე მაქვს, ტაქსს გამოვიძახებ და წავალ მეთქი. კაი, მაგრამ ბარემ ერთად გავიდეთ, დამელოდე და მე გაგაცილებო (არადა სხვა გზით მიდიოდა) არა, რატომ უნდა გაიმრუდო გზა, ჩემით წავალ მეთქი. გინდა თუ არა, მე უნდა გაგაცილოვო (ახლოს ვცხოვრობთ თან, ფეხით სადღაც 20 წუთის სავალზე) გიო და გურიმ გამაცილეს. რაღაცებს მიყვებოდნენ და კარგად მაცინეს. კიდევ დარჩი ცოტახანი, ვილაპარაკოთო. დაჟინებული თხოვნის შემდეგ ცოტახანი ვიყავი, მაგრამ მალევე ავედი. გიოს ყელში გემრიელად ვაკოცე, ჩავეხუტე, ისიც ჩამეხუტა, მაკოცა (იმის მიუხედავად, რომ მოფერება დიდად არ უყვარდა) და სახლში ავედი. მომაძახა, "მიდიი, მიდი და მერე გნახავო"... ვეღარ ვნახე... რომ არ გავყოლოდი გასაცილებლად, მთელი ცხოვრება ვინანებდი... ახლაც ვნანობ, უფრო დიდი ხანი რომ არ გავჩერდი... სიცილით მეუბნებოდა, (რამდენჯერმე მქონდა ნათქვამი, ინტერვიუ ჩამაწერინე მეთქი, რაზეც სულ უარით მისტუმრებდა) "სალჩიკ, ჯერ ჩემზე არანაირი სტატია არ დაწერო, აი უფრო დიდი მიღწევები რომ მექნება, მერე დაწერე, დაჟე ინტერვიუსაც მოგცემო". პირობა შეასრულა... რაც არ მიწერია, ახლა დამაწერინა", - წერს სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system