თავში

ვრცელდება ცრუ ინფორმაციები - გახარია

ვრცელდება ცრუ ინფორმაციები - გახარია
ვრცელდება ცრუ ინფორმაციები - გახარია

დღეს, მოგეხსენებათ, ჩვენ გქონდა საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა, ეს სხდომები ჩატარდება ყოველდღიურ რეჟიმში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, რომლის მიზანიც, საზოგადოებაში პანიკის დათესვაა. 

"სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა და ექსპერტის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რომლის აშკარა მიზანიც არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა საზოგადოებაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც მოქალაქემ შეიძლება ქვეყანას დამართოს. ჩვენი წარმატება გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ" - განაცხადა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system