თავში

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ,,კოვაქსს" უჩივლოს

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ,,კოვაქსს" უჩივლოს
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ,,კოვაქსს უჩივლოს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ,,კოვაქს" პლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ გააჟღერეს.

მინისტრის თქმით, საქართველო ,,კოვაქსისგან" განმარტებებს ელოდება.

,,ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა "ინტერპრესნიუსს" მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა, არ ყოფილა რომ ჩვენ, რაიმე შეცდომა დავუშვით.

კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა.

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია.

არ დავუშვებთ, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ ამ ბრალდებით,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system