თავში

"ვტოვებ კლინიკას სრულიად გამოჯანმრთელებული" - ლელა წურწუმია

"ვტოვებ კლინიკას სრულიად გამოჯანმრთელებული" - ლელა წურწუმია
ვტოვებ კლინიკას სრულიად გამოჯანმრთელებული - ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია კორონავირუსისგან განიკურნა. 

მომღერალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს დატოვებს. 

"დილა მშვიდობისა. დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონი ლევან რატიანის და მისი უმაგრესი მედპერსონალის, განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის.

დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა. განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის და რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს", - წერს ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system