თავში

ვცდილობდით ემოციები მოგვეთოკა, ვიპოვე ჩემი დაკარგული ბავშვობა - მალხაზ პატარაია

ვცდილობდით ემოციები მოგვეთოკა, ვიპოვე ჩემი
ვცდილობდით ემოციები მოგვეთოკა, ვიპოვე ჩემი დაკარგული ბავშვობა - მალხაზ პატარაია

"ევროპული საქართველოს" წევრი მალხაზ პატარაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსმა მისი სკოლის მასწავლებელი იპოვა, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი. 

მალხაზ პატარაია წერს, რომ შეხვედრა მისთვის და მასწავლებლისთვის ემოციური იყო და თავის შეკავება ორივეს ძალიან გაუჭირდა.

"ხონსა და სამტრედიაში საკმაოდ დამღლელი მარათონის ბოლოს სამტრედიაში ჩემს მასწავლებელს, აფხაზეთში ერთ-ერთ საუკეთესო, ჩემთვის ყველაზე საუკეთესო, მათემატიკის მასწავლებელს ქ-ნ ლია თევზაძეს შევხვდი. შევხვდი კი არა-ვიპოვე. ვიპოვე ჩემი დაკარგული ბავშვობა. ძალიან დიდხანს ვცდილობდით ემოციების მოგვეთოკა ჩემი მეგობრებისა და მეზობელ დევნილთა თვალწინ. თითქოს შევძელით. ასტრონომიასაც გვასწავლიდა ლია მასწ. და იქიდან დამისვა კითხვა. ვუპასუხე!" - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system