თავში

ვწევარ საავადმყოფოში გაოგნებული - თინა ხიდაშელი

​ვწევარ საავადმყოფოში გაოგნებული - თინა ხიდაშელი
ვწევარ საავადმყოფოში გაოგნებული - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლში გაწერის შემდეგ კვლავ გაუარესდა და ის კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

"ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული - როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე?

ვიცი გაინტერესებდათ.

P.S. საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება ვინაიდან მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი," - წერს თინა ხიდაშელი Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system