თავში

ვწუხვარ, დიდი იარაღი გამოეცალათ ხელიდან - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

ვწუხვარ, დიდი იარაღი გამოეცალათ ხელიდან - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი
ვწუხვარ, დიდი იარაღი გამოეცალათ ხელიდან - რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

"ამერიკაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ mRNA ვაქცინების (ფაიზერი, მოდერნა) გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და შესაბამისად მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება! ლოკალურ და საერთაშორისო ანტივაქსერებს კიდევ ერთი დიდი იარაღი ხელიდან გამოეცალათ, ვწუხვარ" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა დაწერა. 

ცნობისთვის, ჯანმრთელ, ახალგაზრდა კაცებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება არ ფიქსირდება. ამის შესახებ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ კაცებში ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში არ გამოუკვლევიათ სხვა, მაგალითად, Johnson & Johnson-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის ზემოქმედება, თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, არც ამ ვაქცინების შემთხვევაში ელიან განსხვავებულ მონაცემებს.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 25-დან 31 წლამდე ასაკის, მხოლოდ 45 კაცი გამოიკვლიეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, სრული სურათისთვის, საჭიროა, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system