თავში

"ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო"- რაჭის ყოფილი გუბერნატორი ამბროლაურის ინცინდენტზე

"ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო"- რაჭის ყოფილი გუბერნატორი ამბროლაურის ინცინდენტზე
ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო- რაჭის ყოფილი გუბერნატორი ამბროლაურის ინცინდენტზე

რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რაჭაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

როგორც ოთარ სირაძე სოციალურ ქსელში წერს, წინააღმდეგია ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის.

"როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წინასაარჩევნო პერიოდი წარმართოს პროვოკაციების მოწყობის და პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე.

გუშინ, ონში „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა აქციას „არა ონის ჰესების კასკადს!“.

აქციის მიმდინარეობის დროს ინტერვიუს ვაძლევდი "მთის ამბების" ჟურნალისტს, რა დროსაც თბილისიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილმა ოცნების „ტიტუშკებმა“ შეიგინეს ჩვენი („ნაციონალური მოძრაობის“) მისამართით არაერთხელ. პასუხად მე ზრდილობისკენ მოვუწოდე.

მოგვიანებით, ეს უცნობი პროვოკატორები დამხვდნენ უკვე ამბროლაურში ჩემ სახლთან, სადაც ცხოვრობს ჩემი მოხუცებული დედა. ამ დროს კამერამომარჯვებულები მომადგნენ სახლთან და დამიწყეს „საქმის გარჩევა“, გინება, რომელიც გადაიზარდა მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.

წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის, აჯობებდა, ეს ინციდენტი არ მომხდარიყო, ვცდილობდი მის არიდებას, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო“,- წერს სირაძე.

შეგახსენებთ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ სირაძე, ამბროლაურში "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკურად დაუპირისპირდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system