თავში

ელენე ხოშტარია: ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებულ მოქალაქეებს

ელენე ხოშტარია: ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებულ მოქალაქეებს
ელენე ხოშტარია: ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებულ მოქალაქეებს

ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, - ამის შესახებ  ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, არსებული შეზღუდვების ძალაში დატოვებას ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

"ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებული მოქალაქეების თვითორგანიზებულ აქციას. ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ განცხადებას, რომ თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არ აქვს კავშირი ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან. მსოფლიოში არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის ტესტირებით რეგულირება, ვაქცინაცია და ხელშეწყობა, რომ იმუშაოს იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ნაკლები პრობლემაა", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "სოცაფეთქება" მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system