თავში

ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს - ბიძინა კულუმბეგოვის აღმოჩენა

ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს - ბიძინა კულუმბეგოვის აღმოჩენა
ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს - ბიძინა კულუმბეგოვის აღმოჩენა

ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში COVAX პლატფორმის სიახლეების გამოქვეყნებას განაგრძობს. მისი ცნობით, ამჯერად COVAX-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აფრიკაში, გვინეის ყურეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ, სან ტომე და პრინსიპმა მიიღო. 

როგორც კულუმბეგოვი პირად გვერდზე წერს, რომ არა COVAX პლატფორმა, ამ ქვეყნის შესახებ ვერასოდეს შეიტყობდა.

"COVAX სიახლეები 05.03.21

კუნძული სახელმწიფო სან-ტომე და პრინსიპი, მოსახლეობა 187 ათასი კაცი, კოვაქსისგან გაიგზავნა ვაქცინის 24 ათასი დოზა. ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს. პ.ს მადლობა კოვაქსს, რომ არა მათი ძალისხმევა ამ სახელმწიფოს არსებობა არც არასოდეს მეცოდინებოდა. p.s.p.s. ამ წუთებში ეთიოპიამაც მიიღო 2.2 მილიონი ვაქცინა კოვაქსიგან" - წერს კულუმბეგოვი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system