თავში

WHO-ს ბაზაში, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემთხვევა აისახა

WHO-ს ბაზაში, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემთხვევა
WHO-ს ბაზაში, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემთხვევა აისახა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა.

ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი, ამ დროისთვის, 29 ადამიანს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, განმეორებითი ტესტის შემდეგ, მეორე პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს გახდება ცნობილი. პირველ შედეგში კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა იმ პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს და რომელსაც ვირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთს ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა და უკვე განიკურნა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 439 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system