თავში

ზ.ხ.-ს მამა: სად წაიღო მირიანმა შაქარაშვილის ბოტასები

ზ.ხ.-ს მამა: სად წაიღო მირიანმა შაქარაშვილის ბოტასები
ზ.ხ.-ს მამა: სად წაიღო მირიანმა შაქარაშვილის ბოტასები

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის თქმით, ამირხანაშვილმა იცის როგორ დაიღუპა გიორგი შაქარაშვილი და ის გამოძიებას სიმართლეს არ ეუბნება. 

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს არ ჩაუვლია ბილიკი, ფერადი შენობის უკან არის გადასავარდნი, სადაც გიორგი შაქარაშვილი ჩავარდა და ეს დაინახა შაქარაშვილმა. 

"ამხანაგი მირიანი ამბობს, რომ გამოძიებასთან არ აქვს შეკითხვები. მე ვეკითხები მირიანს, სად წაიღო შაქარაშვილის ბოტასები, რომლითაც ძაღლებმა აიღეს კვალი? რატომ დაიწვა ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორია? ალბათ ბოტასები არ ჩანს იმიტომ, რომ ძაღლმა კვალი იპოვა ფერადი შენობის უკან გადასავარდნ ხრამთან და ამის გაჟღერება მათ არ აწყობთ. მე დავდებ მტკიცებულებებს, რომლებსაც ყველანაირი გზით მოვიპოვებ მალე, რომ გიორგი შაქარაშვილის გადავარდნა დაინახა ამირხანაშვილმა, შეეშინდა და არ თქვა ეს, როდესაც მას შესთავაზეს თბილისში წამოსვლა წამოყვანა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა. მე არ ვამბობ რომ შაქარაშვილი თავისთვის გადავარდა იქედან, ეს ამირხანაშვილმა იცის და უნდა თქვას, სიცრუის დეტექტორის გავლით.

ჩემ შვილს დაკითხვისას სცემეს, მის წინააღმდეგ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ვიცი სპორტსმენი ხარ ვერ გატკენ, მაგრამ სულს გაგიმწარებო უთხრეს დაკითხვისას. მე იქ ვიყავი, მაგრამ შემეშინდა, წინააღმდეგობა რომ გამეწია, ჩემი შვილისთვის უარესი არ ყოფილიყო," - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა, შიმშილობას იწყებენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხოს ზ.ხ. და სხვა მოწმეებიც, ასევე, ისინი აყენებენპროკურორის აცილების საკითხს, რომელიც ესწრებოდა არასრულწლოვნის დაკიტხვას, სადაც ზ.ხ.-ს თქმით, მისგან ჩვენებას იღებდნენ იძულებით.

ცნობისთვის, არსებითი 18 აგვისტოს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას, მან ასევე აღნიშნა, რომ სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system